ლაბუბუს ტრენდულ პერსონაჟზე ფილმს გადაიღებენ

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათამაშო პერსონაჟზე — ლაბუბუზე — სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება იგეგმება.

პროექტს ჩინური კომპანია Pop Mart და Sony Pictures Entertainment ერთობლივად ახორციელებენ. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი იქნება პოლ კინგი — ავტორი ფილმებისა პადინგტონი, პადინგტონი 2 და ვონკა.

ლაბუბუს პერსონაჟი 2015 წელს ჰონგ კონგელმა დიზაინერმა კასინგ ლუნგი შექმნა წიგნის — The Monsters —თვის. დიდი ყურებითა და ბასრი კბილებით გამორჩეულმა ელფის ტიპის გმირმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეს უკვე გლობალურ ტრენდად იქცა.

ფილმი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა და მხატვრული კინოსა და კომპიუტერული გრაფიკის შერწყმას ითვალისწინებს. სიუჟეტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

კომპანია Pop Mart გეგმავს, ლაბუბუს გარშემო შექმნას ფართომასშტაბიანი გასართობი ფრენჩაიზი და გააფართოოს საქმიანობა სათამაშოების ფარგლებს მიღმა — გასართობი და კულტურული პროდუქტების მიმართულებით, საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები