ლაბრადორი, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს სტრესის დაძლევაში ეხმარება 

აშშ-ის ქალაქ დენვერის ერთ-ერთი საავადმყოფო თანამშრომელმა, სიუზან რაიანმა გამოაქვეყნა ლაბრადორის, 1 წლის უინის ფოტო, რომელიც მას და კორონავირუსთან მებრძოლ სხვა ექიმებს განტვირთვაში ეხმარება. ამის შესახებ გამოცემა KDVR-ი წერს.
სიუზან რაიანი ძაღლს ორგანიზაცია Canine Companions for Independence-ითვის წვრთნის, რათა შემდეგ უინმა, როგორც ასისტენტმა ძაღლმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან, მოზრდილებსა და ასაკოვნებთან იმუშაოს.
„უინი ყველას გვამშვიდებს. როდესაც თუნდაც ერთი თავისუფალი გვაქვს, ყველანი ვცდილობთ, უინი ვიპოვოთ და მოვეფეროთ ან ჩავეხუტოთ. როდესაც მასთან ერთად გადაღებული ფოტო ინტერნეტში ავტვირთე, უამრავი შეტყობინება მომივიდა. ადამიანები სხვა ქვეყნებიდანაც მწერდნენ და მივხვდი, როგორ უჭირს ახლა ყველას პანდემიის ფონზე, – ამბობს სიუზანი.

წყარო: https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები