პოტრუგალიისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ სომხეთში, ერევნის აეროპორტში ჩასვლისას საზღვარზე რამდენიმე წუთით დააკავეს.
გამოცემა Maisfutebol-ი წერს, რომ რონალდუ სასაზღვრო კონტროლს სხვებზე უფრო დიდხანს გადიოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელი საპასპორტო კონტროლის გავლას რამდენიმე წუთი ელოდა. გარკვეული დროის შემდეგ მან მოთმინება დაკარგა და შუშაზე ხელს ურტყამდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრობლემა გაფუჭებული კომპიუტერის გამო შეიქმნა. ამის გამო ფეხბურთელს სხვა ტერმინალთან გადასვლა მოუწია, სადაც უკვე კონტროლი უპრობლემოდ გაიარა. პორტუგალიის ნაკრების ავტობუსში რონალდუ ბოლო ავიდა.