კრიშტიანუ რონალდუ და მისი საყვარელი ქალი იახტაზე ნებივრობენ ( ფოტოები)

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ახლახან „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა, დასვენება და საყვარელ ქალთან განმარტოება გადაწყვიტა. ის და ჯორჯიანა როდრიგესი სარდინიის მახლობლად, იახტაზე ნებივრობენ. პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი ერთმანეთს ვნებიანად ეხვეოდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. ამავე დროს, ფეხბურთელის შეყვარებულმა ჯორჯიანამ საყვარელ კაცთან ერთად დასვენების ამბავი საიდუმლოდ არც თავისი ინსტაგრამის გვერდზე დატოვა .
„რა სასიამოვნოა თბილი ჩახუტება, როდესაც გცივა! მიყვარხარ, რონალდუ!“- დაწერა ჯორჯიანა როდრიგესმა და შესაბამისი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. აქვე, ჯორჯიანამ თავისი უნაკლო ფიგურის დემონსტრირებაც მოახდინა.
წყვილს 2017 წელს ქალიშვილი – ალანა-მარტინა ეყოლა. როგორც ცნობილია, ახლახან, რონალდუ, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები