კრისტენ სტიუარტი სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კრისტენ სტიუარტმა ერთ-ერთ გამოცემასთან, სექსუალურობასთან მიმართებაში, მის დამკიდებულებაზე ისაუბრა.

კრისტენის თქმით, მას ძალიან აღიზიანებს, როდესაც საზოგადოება, ამ ნიშნით, ადამიანებს იარლიყებს აკრავს: „დასამალი არაფერი მაქვს, შეგიძლიათ ჩემი ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში არავინ აღარ დაინტერესდება იმით, ვინ გეია და ვინ – არა. როგორც მსახიობს, მომწონს, როდესაც მრავალფეროვანი ვარ. არა მგონია, ამ ეტაპზე, ჩემი მხრიდან ზედმეტი გულახდილობა სწორი იყოს. სანამ ჩემს საქველმოქმედო ორგანიზაციას არ შევქმნი, ან ჩემი აზრი საზოგადოებას არ დააინტერესებს, ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.“

სტიუარტმა თავის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა:
„ვამაყობ, რომ „ბინდის“ გადაღებების შემდეგ, ფსიქოლოგის კაბინეტში არ აღმოვჩნდი! დროდადრო, ეს ფილმი, უბრალოდ მაგიჟებდა. ახლა, რაც ცოტა ასაკი მომემატა, ოდნავ გაწონასწორებული გავხდი,“ – ყვება ვარსკვლავი.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები