კრიზისი ურთიერთობებში?!- ჯოლისა და პიტის ექსკლუზიურად პირადი ინტერვიუ

ექსკლუზიურად პირად და გულახდილ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მოყვნენ იმის თაობაზე, როგორ გადალახეს კრიზისი პირად ურთიერთობებში. მთელი ზაფხულის განმავლობაში მსოფლიო პრესა წერდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ცნობილ ოჯახს, პირად ურთიერთობებში განხეთქილება ჰქონდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ბოლო წვეთი მსახიობების ერთობლივი გადაღებები იყო ფილმში: „ლაზურული სანაპირო“, რომლის სცენარისტი და რეჟისორიც ანჯელინა ჯოლი იყო.

ჰოლივუდის წყვილი დიდი ხნის მანძლზე დუმდა და ჟურნალისტების განცხადებებსა თუ ბრალდებებზე რეაგირებას არ ახდენდა. ახლა კი ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ერთობლივი ინტერვიუ მისცეს, რომელშიც გულახდილად ისაუბრეს მათს პირად ურთიერთობებზე, რითაც ყველა სავარაუდო კითხვა და ეჭვები გაფანტეს. ხაზგასასმელია ის მომენტიც, რომ გულახდილ ინტერვიუს მსახიობთა თვალზე ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მსახიობთა წყვილმა განმარტა, მათ ოჯახში კრიზისული პერიოდი 2013 წელს, მართლაც, იყო, როდესაც ჯოლიმ მიიღო გადაწყვეტილება, სიმსივნის განვითარების საფრთხის გამო მკერდის მოკვეთის შესახებ. ინტერვიუში ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტმა თავიდან მეუღლის გადაწყვეტილება არ მოიწონა, რასაც თან ახლდა ცოლ-ქმარს შორის მუდმივი დაპირისპირებები და კონფლიქტები.

„ახლა მე მესმის, რომ მის ამ ნაბიჯში აღმაშფოთებელი და ეპატაჟური არაფერი იყო. პირიქით, ეს იყო ძალიან გადამწყვეტი და სარისკო გადაწყვეტილება, რაზეც მე უნდა შემძლებოდა ძლიერი და მოსიყვარულე გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ენჯიმ ეს ბავშვებისა და ოჯახის გამო გააკეთა, რათა ჩვენ – ყველა ერთად დიდხანს ვიყოთ ერთად და ბედნიერად“, – განაცხადა ბრედ პიტმა ინტერვიუში.

მსახიობებმა ბევრი ისაუბრეს მათ ერთობლივ ახალ ფილმზეც, რომელშიც ისინი დაოჯახებულ წყვილს განასახიერებენ. ფილმის სცენარის თანახმად, ცოლ-ქმარს ურთიერთობაში სერიოზული ემოციური კრიზისი აქვთ. ჰოლივუდის მსახიობებმა აღიარეს, რომ მათ პირადად ეს საფრთხე არ ემუქრებათ. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი აცხადებენ, რომ კონფლიქტები და გაუგებრობა, მათ ცხოვრებაში ახლა უკვე წარსულში დარჩა. ცოლ-ქმარს შორის შეურიგებელი უთანხმოების ერთადერთ საკითხად სამზარეულო რჩება.

„ყოველ სამ თვეში მე დამაჯერებლად ვეფიცები ბრედს, რომ აუცილებლად დავიწყებ კერძების მომზადებას. კარგია, რომ ჩემს მეუღლეს იუმორის გრძნობა გააჩნია. მას ხომ კარგად ესმის, რომ საჭმელების გაკეთება ჩემი სტიქია არაა. უამისოდაც მე მას არანაკლებ ვუყვარვარ“, – ამბობს ანჯელინა ჯოლი.

1 2 4 5 6 7 8 9 10 11 12

კომენტარები

სხვა სიახლეები