კრივის ლეგენდას, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფელიქს სავონს არასრულწლოვნის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. ის კუბაზე უკვე პატიმრობაში იმყოფება.
კუბელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავონი თვეზე მეტია ციხეშია, მას მერე რაც 12 წელს მიუღწეველი მოზარდი ბიჭის მშობლებმა პოლიციას მიმართეს. ასევე, ჟურნალისტ აბრაჰამ ჰიმენეს ენოას მიერ დაწერილი სტატიის მიხედვით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სავონს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას ედავებიან, თუმცა წლების განმავლობაში, სავონს ხელისუფლება იცავდა, რათა მსოფლიო მნიშვნელობის ათლეტის იმიჯი არ შელახულიყო.
სავონმა სპორტული კარიერა 2001 წელს დაასრულა. ის კრივში ოც წელზე მეტ ხანს იყო. პროფესიული კარიერის განმავლობაში, მან სამ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედლები – ბარსელონაში, ატლანტაში და სიდნეიში. ის მსოფლიო თასის ოთხგზის და სამი პანამერიკული თამაშების გამარჯვებულიცაა. სავონი ყველაზე ცნობილი კუბელი მებრძოლია მსოფლიოში.
სხვა სიახლეები