კრივეტების სალათა



ინგრედიენტები:
კრივეტები (მოხარშული) – 150 გრ,
ლორი – 300 გრ,
დაკონსერვებული სიმინდი – 1 ქილა,
პამიდორი ჩერი – 15 ცალი,
სალათის ფურცელი, ზეთი, მარილი.


მომზადების წესი: ლორი სიგრძეზე დავჭრათ. პამიდორი კი საშუალო ნაჭრებად. სალათის ფურცელი ხელით გავხიოთ და თასში მოვათავსოთ. კრივეტები, დაჭრილი ლორი, პამიროდი, სიმინდი და ვუმატოთ. შემდეგ მარილი მოვაყაროთ, ზეთი მოვასხათ და ერთმანეთში კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები