კრეპი მარწყვით და ნაყინით

ინგრედიენტები: 2 კვერცხი 2 ს.კ შაქარი ვანილი, მარილი მწიკვი, 2 ჭიქა რძე 1 ჭიქა ფქვილი, 2 ს.კ გამდნარი კარაქი მარწყვი, ვაშლი (წითელი და მწვანე) მარწყვის ტოპინგი ან შოკოლადის ტოპინგი მომზადების წესი: კვერცხი, რძე, შაქარი, კარაქი, მარილი, ვანილი და ბოლოს ფქვილი ერთად მოვათავსოთ და დავაბლენდეროთ. ტაფა გავაცხელოთ და ცოტა ცომი დავასხათ, ტაფა დავატრიალოთ რომ ცომი გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. გამომცხვარ ბლინებზე დაჭრილი მარწყვი და ვაშლი ან სხვა ნებისმიერი ხილი დავალაგოთ. გადავკეცოთ , ნაყინის ბურთული დავადოთ , მარწყვის ტოპინგი მოვასხათ და დაფქვილი შაქარი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები