კრემლის სუვენირი – კარტი რუსეთის „სახალხო მტრების“ – ობამას, სააკაშვილის, პოროშენკოს, მერკელის, მაკარევიჩის გამოსახულებით (ფოტოკოლაჟი)

   რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ახალი სუვენირის შექმნას განიხილავენ. სუვენირი სათამაშო კარტია, რომლის დიზაინი, Znak.com-ის მტკიცებით, კრემლის მომხრე ბლოგერმა, მოძრაობა „ნაშის“ ყოფილმა პრესმდივანმა კრისტინა პოტუპჩიკმა დაამუშავა.
გაზეთის წყაროს თქმით, სუვენირის შემქმნელების აზრით, კარტებზე „რუსი ხალხის მტრები“ – აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვები არიან აღბეჭდილნი.
კარტებზე ამ ადამიანების კარიკატურული შარჟებია გამოსახული.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარიკატურული კარტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. სუვენირს ადმინისტრაციის ყველა სტუმარს სახალწლო საჩუქრის სახით გადასცემენ.

10859757_883476731692566_114808587_n 10833955_883476741692565_1443948022_n 10846658_883476735025899_2147399803_n 10846715_883476725025900_1990591411_n 10818909_883476728359233_385587553_n 10859846_883476758359230_1350866781_n 10836299_883476721692567_836476855_n 10859828_883476745025898_1391212564_n 10841693_883476738359232_1470089942_n

კომენტარები

სხვა სიახლეები