“კრედიტის ლიმიტი” – ახალი ქართული ფილმი ნინო კასრაძის მონაწილეობით (ტრეილერი)

3003 Film Production Georgia”, “Manuel Cam France”-სა და “Impossible Filmproductions GmbH Germany”-ისთან ერთად ახალ ქართულ ნამუშევარს წარმოგვიდგენს. საუბარია ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმზე “კრედიტის ლიმიტი”, რომელიც 85 წუთის განმავლობაში გრძელდება და მოგვითხრობს ნინოზე, oრომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უზრუნველად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, დღეს კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალ ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობს. ის ყველა ღონეს ხმარობს ადრინდელი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად: პროცენტიან ვალებს იღებს, ერთი ვალის გასასტუმრებლად მეორეს იშველიებს და ნელ-ნელა ჩიხში შედის, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ ჩანს.

“კრედიტის ლიმიტში”, გარდა ნინო კასრაძისა, მონაწილეობენ: ზანდა იოსელიანი, ანა ყაჭეიშვილი, ბაჩო ჩხეიძე, ნინო არსენიშვილი, თამარ მამულაშვილი, დავით დარჩია, გიორგი ყიფიანი, თათული დოლიძე, თამაზ თევზაძე, ლიზა კალანდაძე და ქეთი ცხაკაია. სურათის სცენარი და რეჟისურა ნუცა ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის.

ფილმის პრემიერა უკვე შედგა ვენეციის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და დამსწრეთაგან უმეტესწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სხვადასხვა პრიზი ხვდა წილად საერთაშორისო კონკურსებზეც. რაც შეეხება ქართულ პრემიერას, “კრედიტის ლიმიტი” ქართველი მაყურებლის წინაშე 2 აპრილს წარსდგება.

კომენტარები

სხვა სიახლეები