“კრეატიული სიკვდილი” და ავტოსტოპი – რა მოხდა ზუგდიდი-თბილისის გზაზე

სოციალურ ქსელში ავტოსტოპთან დაკავშირებული იუმორისტული სტატუსი ვრცელდება, რომელსაც “კვირა+” უცვლელად გთავაზობთ:
“კაროჩე ესეთი რამ შემემთხვა… ზუგდიდიდან თბილისში მივდიოდი და გზაში თითქოს გვამი ან ავარიაში მოყოლილი ადამიანი ეგდო, თუმცა ავარიის ნაკვალები ან დამტვრეული მანქანები არ იყო არსად.. აღშფოთებულმა უცებ მანქანა გავაჩერე გადმოვხტი და მივუახლოვდი რამე დახმარება რომ აღმოვუჩინო… ახლოს რომ მივედი ტიპი ადგა თითქოს არაფერი მომხდარა და მეუბნება: გამარჯობა მე ჭყინტუ ვარ… არაფერი მჭირს ნუ გეშინია პროსტა ავტოსტოპის პონტში ვიქცევი ასე.. ესე უფრო ადვილია ვიდრე ხელი ავწიო მაინც არავინ მიჩერებსო, თუ ცხოროწყუში მიდიხარ გამოგყვებიო….რა სჭირს ამ ხალხს”?? – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები