კრეატიული გამოგონება – სტოკჰოლმში მფრინავი ნათურა გამოიგონეს

 

სტოკჰოლმში ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. მაგალითად Simon Morris-მა გამოიგონა უნიკალური განათების საშუალებები. პროექტის სახელწოდება FlYTE გახლავთ, რომელშიც სიმონ მორისის საინტერესო და განსხვავებული სანათები შევიდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნათურა-სულაც არ გახლავთ ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი ნათურებისგან განსხვავებით მისი ადგილი ჭერზე არ არის, ის დაფრინავს პატარა დაფის თავზე, რომლის ქვეშაც მოთავსებულია მაგნიტი, რომელიც არ აძლევს ნათურას დავარდნის საშუალებას. რაც შეეხება განათებას, მასში ჩამონტაჟებულია ოთხი დიოდური შუქი, რომელიც იკვებება უსადენოდ ინდუქციური სისტემის ხარჯზე. ამ საინტერესო გამოგონების ფასი იქნება 199 $ და გაყიდვაში გამოვა 2015 წლის ოქტომრიდან. ამ ეტაპზე ავტორი ეძებს დაფინანსებას საინტერესო გამოგონების მასობრივი წარმოებისათვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები