კოტე თოლორდავას ოჯახისთვის გადარიცხულ თანხას კრიტიკა მოჰყვა

ეკო ფანგანი საზოგადოებისთვის უცნობი თამუნა ყურაშვილის პოსტს,რომელიც კოტე ტოლორდავას ოჯახისთვის გადარიცხულ თანხას ეხება, ეხმაურება
ეკო ფანგანი: „სამწუხაროდ, ეს ქალბატონი მეგობრებში არ მყავს, ამიტომ ვერ ვწერ კომენტარს (ეს ფოტო მაჩვენეს) და იქნებ ვინმემ გადასცეთ, ბევრი საერთო “ფრენდი” გვყავს. კოტე თოლორდავას TBC ბანკში არ ჰქონდა კრედიტი, ბანკში “რესპუბილიკა” ჰქონდა!
10 000 ლარი თუ ვინმესთვის დაცინვაა, სხვისთვის ძალიან ბევრი ფულია. კოტეს ოჯახს ფაქტიურად საარსებო შემოსავალიც არ აქვს, არადა მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ასევე კოტეს ორსული ცოლი, რომელმაც რამდენიმე თვეში უნდა იმშობიაროს და კოტეს დედა- ხანშიშესული, ავადმყოფი ქალბატონი. ასე რომ, დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს (კოტეს ოჯახის და მეგობრების სახელით) და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარების სურვილი უჩნდება. ხოლო მათ, ვისაც 10 000 ლარი სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაშინ იქნებ დანარჩენი თვითონ დაამატოს და მერე იცინოს“.

1429608321907727

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები