“კოსმოსში ახალი ერა იწყება, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება” – ქართველი უფოლოგის გაფრთხილება (ვიდეო)

უფოლოგი, ერეკლე შონია ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, კოსმოსში ახალი ერა იწყება, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება:

“ადამიანის ჯანმრთელობა იცვლება, ის გრძნობს ამ ცვლილებებს. მას ექნება დაძაბულობა ორგანიზმში… ადამიანებს აქვთ ზოგადი დაძაბულობა, ნერვოზები, ფსიქოზები და სხვა. ყველა ადამიანს, ვინც მოდის, აღენიშნება თავის ტვინის მაღალი აღგზნება, რომელიც გადაეცემა ხერხემლის ტვინს და ეს იწვევს იმას, რომ მთელს ორგანიზმში ხდება ფუნქციონალური ქაოსი, იბლოკება იმუნიტეტი, ადამიანში იწყებს ყვირილს გარკვეული ორგანოები და ექიმები შედიან შეცდომაში, რადგან არ იციან მიზეზი ამ ყველაფრის და თავისი მკურნალობით უშლიან ხელს ადამიანის მკურნალობას” , – განაცხადა ერეკლე შონიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები