კორუფციისთვის დაკავებულმა არაბმა პრინცმა, ივნისის სტიქიისას, საქართველოს 300 000 დოლარი გადმოურიცხა(ფოტო)
საუდის არაბეთში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, კორუფციის ბრალდებით პრინცი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს.
„DailyMail.co.uk“ სასტუმროში გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოს ავრცელებს.
დაკავებულებს შორის არის მილიარდერი პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, რომელსაც ინვესტიციები ისეთ დიდ კომპანიებში აქვს, როგორიცა „Apple“ და „Twitter“. პრინცის სავარაუდო ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენს. პრინცებისა და მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილება, კორუფციასთნ ბრძოლის კომიტეტმა მიიღო, მოჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით. ორგანიზაციას უფლება აქვს, ეჭვმიტანილები ქვეყნიდან არ გაუშვას და პატიმრობის ორდერი გასცეს. აღსანიშნავია, რომ მაისში მოჰამედ ბინ სალმანი, პრეზიდენტ ტრამპს იმავე სასტუმროში შეხვდა, სადაც ბრალდებულები აიყვანეს.
ცნობისთვის, პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალს, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული.
მან 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, 300 000 დოლარი გადმორიცხა