საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პრინცების და ბიზნესმენების 95 %-მა, თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი ბიზნესისა და ქონების ნაწილის დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია „The New York Times“-ს არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ დაკავებულებისგან ქვეყანა, 100 მილიარდ დოლარს აიღებს.
პრინცმა სალმანმა განაცხადა, რომ კორუფციაში ბრალდებულების მიმართ გამოძიება 2015 წლიდან ფარულად მიმდინარეობდა.
„კორუფციაში ბრალდებულებს, ყველა დოკუმენტი და ფაქტები ვაჩვენეთ,რომლის გაცნობის შემდეგ, დამნაშავეთა 95%, შეთავაზებაზე დაგვთანხმდა“ აღნიშნა პრინცმა.
სხვა სიახლეები