ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.
“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი).
მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.