“კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს, ვინც დაინფიცირდა, ვაქცინა აღარ დასჭირდება” – ლევან რატიანი კორონავირუსზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს და მათ, ვინც ის დაამარცხა, ვაქცინა აღარ დასჭირდებათ:
„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.
ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს აქვს. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ – ვაიმე, თუ დამემართა, რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს, მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა – ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა “მაესტროს” ეთერში.