კორონავირუსი – დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, ხანდაზმულები სუნთქვის აპარატებიდან მოხსნან, რათა ისინი ახალგაზრდებს დაუთმონ

კორონავირუსით დაავადებული მოხუცი პაციენტები შესაძლოა, ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან მოხსნან, რათა ისინი ახალგაზრდა პაციენტებს დაუყენონ.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი აქვეყნებს – სტატია მომზადებულია დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის ახალი რეგულაციების მიხედვით. ასოციაცია ახალ რეკომენდაციებს გასცემს ქვეყნის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის.

სახელმძღვანელო პრინციპებში ნათქვამია – „ეს გარდაუვალი იქნება როგორც ხანდაზმულების, ასევე – მძიმე დაავადებების მქონე პირების შემთხვევაში“.

გაითვალისწინებს თუ არა აღნიშნულ რეგულაციას ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები