კორონავირუსი და კარანტინი – ადამიანების „საინტერესო იმიჯი“ ნაგვის გადაყრისას (ფოტო)

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო საკარანტინო რეჟიმში მოაქცია. ავსტრალიის კონტინენტის გარკვეულ რეგიონებში იზოლაციის ძალიან მკაცრი პირობები მოქმედებს. მოსახლეობას, გარდა სასურსათო მაღაზიისა, მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად შეუძლია გარეთ გასვლა.

ავსტრალიელებმა კი ეს ყოველივე ერთგვარ „ფლეშმობად“ აქციეს და საკმაოდ „საინტერესო იმიჯით“ გადიან ეზოში ნაგვის ურნებამდე, შემდეგ კი ამ ყოველივეს ამსახველ ფოტომასალას სხვადასხვა სოციალურ ქსელში ანთავსებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის, იგივე Covid-19-ის პანდემიის შედეგად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. დღეის მონაცემებით – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1 349 808, სულ გარდაცვლილია – 74,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 286,762 პაციენტი.

საქართველოში დაინფიცირებულია 195 პირი, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი და გარდაიცვალა 2.

კომენტარები

სხვა სიახლეები