“კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც – ივლისში, არც – აგვისტოსა და სექტემბერში… მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ” – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებამ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.
“ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც – ივლისში, არც – აგვისტოსა და სექტემბერში”, – ამბობს გამყრელიძე ტელეკომპანია “პირველში” ეთერში
“ბევრმა ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვები მოუშვა, რადგან ახალი შემთხვევების კლება აქვთ. ასევე, კლება აქვთ სიკვდილიანობის… რატომ? იმიტომ, რომ ძირითადი თეზა აქ რჩება, რომ ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც – ივლისში, არც – აგვისტოსა და სექტემბერში. ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეზღუდვების პირველი მოხსნა მიიღეს ისე, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია, გავაკეთოთ. არა, ბატონო, ეს არის პირველი ნაბიჯი შემსუბუქებისა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ხნით მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადით სიარული, ასევე, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა.
ასევე, დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს შეკრებებისგან თავის არიდება”.