“კორონავირუსით დაინფიცირებიდან რომელ დღეს შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა” – ლევან რატიანის განმარტება

“საბედნიეროდ, კორონავირუსის დროს მდგომარეობა მძიმდება მხოლოდ ინფიცირებულთა 3-4 პროცენტთან” – ამის შესახებ კომენტარს ექიმი ლევან რატიანი აკეთებს. მისი განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომები არ განსხვავდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციისგან:

„საბედნიეროდ, მდგომარეობა მძიმდება მხოლოდ ინფიცირებულთა 3-4 პროცენტთან. კორონავირუსის სიმპტომები არ განსხვავდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციისგან. ერთადერთი, რაც კორონავირუსს ახასიათებს, ისაა, რომ გართულების შემთხვევაში იწყება სუნთქვის უკმარისობა. სწორედ ესაა პირველი მანიშნებელი, რითაც უნდა ამოვიცნოთ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აუცილებლად მივმართოთ კლინიკას.

ჩვენი გამოცდილებით, თუ კოვიდინფიცირების მდგომარეობა მძიმდება, ეს დამძიმება იწყება დაახლოებით მეშვიდე-მერვედღეს. ადამიანს უჭირს ერთნაირად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, კორონავირუსს ახასიათებს ტკივილი გულმკერდის არეში, შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე – ეს არის ემერჯენსული სიგნალები, რომელთა არსებობის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართო კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები