ავსტრიელი ტომ ნოივირტი, რომელიც სცენაზე კონჩიტა ვურსტის სახელით მოღვაწეობს, შემდეგ წელს „ევროვიზია 2015“-ის წამყვანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Cromosomax-ი ავრცელებს.
მასთან ერთად ნახევარფინალისა და ფინალის ცერემონიას კიდევ სამი წამყვანი გაუძღვება. კონჩიტა სხვა წამყვანებთან ერთად რეპორტაჟებს ე.წ. მწვანე ოთახიდან წაიყვანს, სადაც კონკურსანტებთან ინტერვიუებს ჩაწერს.
„ევროვიზიის“ 59 –ე მუსიკალური კონკურსი დანიაში მაისში გაიმართა. მისი გამარჯვებული სწორედ კონჩიტა ვურსტი გახდა. კონჩიტამ ფინალში 290 ქულა დააგროვა და გამარჯვება სიმღერით „Rise Like a Phoenix“ მოიპოვა.
სხვა სიახლეები