კონორ მაკგრეგორმა თავისი თანაქალაქელები საკუთარი ხარჯით აქეიფა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ექსჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა დუბლინში ერთ-ერთ პაბში მყოფი ყველა ადამიანი საკუთარი ხარჯით აქეიფა. ამის შესახებ Irish Mirror იუწყება.
მაკგრეგორმა მშობლიური ქალაქის პაბის სტუმრებისთვის სასმლის საყიდლად 4 ათასი ევრო დახარჯა.
როგორც ირკვევა, პაბში რამდენიმე საათის განმავლობაში დიდი მხიარულება ტრიალებდა.
„მას არასოდეს დავიწყებია თავისი ფესვები“, – შეაქო ვარსკვლავი სპორტსმენი პაბის თანამფლობელმა ლიან ფლინმა.
ამასთან, მან უარყო ჭორი იმის შესახებ, რომ მაკგრეგორს იმდენად მოეწონა ეს დაწესებულება, რომ მისი შესყიდვა დააპირა.
„ეს მხოლოდ საუბრებია. კონორს ეს პაბი რომ ეყიდა, ეს დიდი წარმატება იქნებოდა“, – აღნიშნა ფლინმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები