სკანდალი გრძელდება! ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი 65 წლის ამერიკელი ევა ეჩევერიაა. ონკოლოგიური ავადმყოფების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ მათი დაავადების გამომწვევია ბუნებრივი მინერალი ტალკი, რომელიც სუფთა სახით დიდი რაოდენობით აზბესტს შეიცავს, რაც კიბოს იწვევს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ამერიკულ სასამართლოებში კვლავ შევიდა Johnson & Johnson-ის და კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანიის წინააღმდეგ ათასობით დაზარალებული ადამიანის სარჩელი, რომლებშიც საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიების წარმოებული პროდუქცია კიბოს გამომწვევ ტალკს შეიცავს.
დაზარალებულთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ზემოხსენებული კომპანიის ნაწარმით ბრიტანეთის ათასობით მოქალაქე დაზარალდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკის ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის ამერიკელი ევა ეჩევერია გახდა, რომელმაც კომპანიისგან კომპენსაციის სახით 417 მლნ დოლარი მიიღო.
ცნობილმა ბანკირმა ნიუ-ჯერსიდან 2018 წლის აპრილში, მეზოთელიომას ამოკვეთის შემდეგ (ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პლევრაში ან პერითონეუმში ვითარდება) Johnson & Johnson-გან კომპენსაციის სახით 117 მილიონი სტერლინგი მიიღო. როგორც გაირკვა, სიმსივნე კომპანიის მიერ წარმოებულ საბავშვო ტალკში შემავალი აზბესტის მტვრის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა.
Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკი ქალებში ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. ახლა კი ეს ქალები და მათი შვილები ამისთვის საბედისწერო ფასს იხდიან.
„ეს შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელმაც შეიძლება შეიწიროს ადამიანები, რომლებიც ტალკს ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში იყენებდნენ. საშიშია ტალკის შემცველი შამპუნები და ჰიგიენისა თუ კოსმეტიკის სხვა საშუალებებიც. აუცილებელი იყო, რომ მომხმარებლები მოსალოდნელი რისკების შესახებ თავიდანვე გაეფრთხილებინათ, მაგრამ ეს არავინ გააკეთა“, – ამბობს იურისტი ფილიპ გაუერი.
ონკოლოგიური ავადმყოფების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ მათი დაავადების გამომწვევი ჩვეულებრივი საბავშვო ტალკია, რომელიც აზბესტს შეიცავს. მართალია, პუდრის კოსმეტიკურ საშუალებებში აზბესტისგან გამოთავისუფლებული ტალკი გამოიყენება, რაც უსაფრთხოა, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ აზბესტისგან გაწმენდილი ტალკიც კი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს იძლევა.
უხარისხო ტალკის გაყიდვაში შემჩნეული არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Old Spice, Desert Flower и Friendship Garden.
შეიძლება თუ არა, ტალკის მოხმარებამ ავთვისებიანი სიმსივნე გამოიწვიოს?
ამასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, – ამბობს მედიცინის დოქტორი პაოლო ბოფეტა. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო კი დარწმუნებულია, რომ ტალკის შემადგენლობაში შემავალი აზბესტი სახიფათო კანცეროგენია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც საბავშვო ტალკს ყოველდღიურად მოიხმარდნენ, სხვებთან შედარებით საკვერცხეების სიმსივნით 40%-ით ხშირად ავადდებიან.
კვლევამ, რომელშიც 3000 ქალი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ ტალკის თუნდაც კვირაში ერთხელ გამოყენება კიბოს რისკს 36%-ით ზრდის, ხოლო ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში – 41%-ით.
ამჟამად ბავშვთა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში ტალკის გამოყენება მხოლოდ კანადასა და ევროკავშირშია შეზღუდული. რადიკალური ზომების მიღებამდე საერთაშორისო ორგანიზაციები კონკრეტულ სამეცნიერო მტკიცებულებებს ელიან.
წყარო:https://www.funtime.ge