კომპანია “პანცილიონი“ 15 წლისაა!

 ავეჯის კომპანია “პანცილიონი“ ქართულ ბაზარზე  15 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ავეჯის იმპორტოსა და წარმოების სფეროში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანიამ თანამშრომლებს, მედიასაშუალებებს და მოწვეულ სტუმრებს კორპორატიულ ღონისძიებაზე  უმასპინძლა. ღონისძიება ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გახსნა და მიწვეულ სტუმრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
“ვულოცავ “პანცილიონს“ 15 წლის იუბილეს და იმასაც, რომ  ეს კომპანია აღმოჩნდა ერთი-ერთი იმ კომპანიათაგანი, რომელიც დღემდე წარმატებით ახორციელებს ავეჯის იმპორტსა და წამროებას საქართველოს მასშტაბით. “პანცილიონს“  არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონში აქვს გახსნილი ფილიალი.“ – აღნიშნა მუსერიძემ ღონისძიების დასაწყისში.
კომპანიის დამფუძნებლის, ხვიჩა ბანცურის თქმით, კომპანიამ დაარსების დღიდან არაერთი  დაბრკოლება და სირთულე გადალახა და არც მომავალში აპირებს მიღწეულზე  გაჩერებას.
“15 წლის წინ ყველაფერი ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მიზანდასახულად დავიწყეთ. ამის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ჩვენ თვითონ დაგვეწყო ავეჯის წარმოება. ჯერ ლეიბებით და რბილი ავეჯით დავიწყეთ, 2016 წლიდან კი ყველა სახის ავეჯს ვაწარმოებთ. ასე ყოველდღიური ფიქრითა და შრომით მოვედით აქამდე. როცა ბიზნესი დავიწყეთ ყველაფერი არენდით გვქონდა აღებული, ყველაფერში თანხის გადახდა გვიწევდა… ახლა უკვე გვაქვს აშენებული სასაწყობო მეურნეობა, საკუთარი 2 ათას კვ.მ. ფართის მაღაზია, ასევე არქიტექტურაშია შეტანილი პროექტი საწარმოო ფართის აშენებისთვის, რომელიც 2300 კვ.მ. ფართის იქნება. ამასობაში წლებიც წამომეწია, მაგრამ ჩემი შვილები – მარიამი და გიორგი მიდგანან აქტიურად გვერდში და დარწმუნებული ვარ საჭიროების შემთხვევაში წარმატებით გააგრძელებენ ჩემს საქმიანობას“ – განაცხადა ხვიჩა ბანცურმა.
კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანცურმა.
გარდა იმისა, რომ კომპანიაპანცილიონსავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2016 წლიდან მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის ავეჯიც შეიძინოს. პირველი საწარმო 2007 წელს გავხსენით და თავიდან მხოლოდ ლეიბების წარმოებით დავიწყეთ. სულ 2 სახეობის ლეიბის დამზადების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი საწარმოში 15-მდე სახეობის ლეიბი მზადდება და ამას გარდა, თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია არასტანდარტული მატრასებიც დავამზადოთ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ, ხოლო 2016 წლიდან ნებისმიერი ტიპის ავეჯი შეგვიძლია დავამზადოთსაძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და .. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელიც იქნება ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი და კომპანიის წარმადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ახალი საწარმო სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება და იგი იქნება გაცილებით დიდი და უფრო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი. რაც მთავარია, გაიზრდება წარმადობა და ამასთანავე შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ახალი საწარმოს გახსნა განაპირობა ჩვენს ნაწარმზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმ ფაქტმა, რომ გაზაფხულიდან ჩვენი ნაწარმი ექსპორტი გაგვაქვს საფრანგეთსა და ბელგიაში.“ – აღნიშნავს მარიამ ბანცური.

(R)

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები