„კომედი შოუს“ მსახიობი მეოთხე ოპერაციის შემდეგ სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

„კომედის შოუს“ მსახიობ გიორგი გოცირიძეს გუშინ, 2 მაისს მეოთხე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მსახიობს ამჯერად ოპერაცია მუცლის ღრუში ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. პაციენტი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. გოცირიძის მდგომარეობა კვლავ დადებითად მძიმეა. მსახიობის ჯანმრთელობა 4 ოპერაციის მიუხედავად არ გაუარესებულა, ის მკურნალობას „კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის“ რეანიმაციაში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ მსახიობს 27 აპრილს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც გოცირიძე საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები