ედუარდ შევარდნაძის სახელობის ცენტრმა სოციალურ ქსელში საარქივო კადრები გაავრცელა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და რეი ჩარლზის შეხვედრას ასახავს.
“როგორც ამბობენ, 5000 წლის ქვეყანა ვართ, სახელმწიფოებრიობა 3000 წელს ითვლის. მთელი დრო და ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. ამ დიდ ბრძოლაში ჩვენი იარაღი მუსიკა იყო”, – უთხრა ედუარდ შევარდნაძემ რეი ჩარლზს.
როგორც ვიდეოდან ჩანს, რეი ჩარლზთან შეხვედრისას ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა კიდეც. “კარგად რომ ამოვქექოთ, კოლუმბის დედა ქართველი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ნათესავები ვართ, თქვენ ჯორჯიადან ხართ, თქვენ ჯორჯია ვართ”, – უთხრა ედუარდ შევარდნაძემ.