“კოლუმბია – ეს სომხური მიწაა და პენელოპას ნამდვილი გვარი კრუზინიანია” – რა ხდება მსახიობის ,,ინსტაგრამზე,,
ესპანელმა მსახიობმა, პენელოპა კრუზმა ,,ინსტაგრამგვერდზე,, ახალი ფილმის “355 – ის” პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც კოლუმბიის დროშაა გამოსახული. აქ უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა სომეხი და აზერბაიჯანელი გამომწერების კომენტარები.
სომეხ გამომწერებს დროშა, რომელიც პოსტერზეა, თავიანთი ეგონათ და მსახიობს კომენტარებში მადლობას უხდიდნენ მხარდაჭერისთვის, რაზეც აზერბაიჯანლებმა მათ დასცინეს:
“სომხებო, ნუ იმცირებთ თავს, ეს კოლუმბიის დროშაა”
“სომხებო, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს ეს ფილმის ,,თრეილერია,, და ეს კოლუმბიაა”
“საკუთარ დროშას ვერ ცნობთ?”
აზრი არ აქვს, სომხეთს ვუმტკიცოთ, რომ ეს კოლუმბიის დროშაა, ახლა დაიწყებენ მტკიცებას რომ წარსულში მათ კოლუმბიას მისცეს უფლება რომ საკუთარი დროშა გამოეყენებინათ”
“სომხებო, თქვენ რა, თქვენს დროშას ვერ ცნობთ ?”
“ყარაბაღი ეს აზერბაიჯანია”
“პენელოპა, დაგირეკა ფაშინიანმა ?”
“საწყალი პენელოპა ვერ გაიგებს, რა ხდება”
“ახლა სომხები დაწერენ, რომ პენელოპას ახალ ფილმში იღებენ და ის სომხეთის მხარდამჭერია და ფილმი იმაზეა, თუ როგორ დაიკავა 355-მა სომეხმა მთლიანად აზრებაიჯანი”.
“კოლუმბია – ეს ძირძველი სომხური მიწაა და პენელოპას ნამდვილი გვარი კრუზინიანია”.