კოლორადოს სასამართლომ პროსტიტუციისთვის ბრალდებულს 472 წელი მიუსაჯა

აშშ-ში, პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, თავისუფლების აღკვეთა 472 წლით მიუსაჯეს.
31 წლის მამაკაცს, არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციაში ბრალი კოლორადოს სასამართლომ წარუდგინა.
პროკურატურის განცხადებით, სასჯელის უმძიმესი ფორმა, აშშ-ი პირველად მიიღეს. პროკურორები ითხოვდნენ, სასამართლოს ბრალდებულისთვის 616 წელი მიესაჯათ, დაცვის მხარემ კი, 96 წელი მოითხოვა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისა და ფიზიკური ძალადობის გარდა, 31 წლის დამნაშავე,თავის ყველა მსხვერპლს პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა.
სასამართლოში, ერთ-ერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ დამნაშავემ ცხოვრებისეული ტრავმა დაუტოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები