რა გვერდით მოვლენებს ტოვებს კორონავირუსი? – მეცნიერებს კონკრეტული პასუხები აღნიშნულ კითხვაზე, ჯერჯერობით, არ აქვთ, თუმცა, არსებობს ვარაუდები.
ამერიკელი ინფექციონისტის, დენა გრეისონის თქმით, „კოვიდ 19“–მა მამაკაცებში შესაძლოა, ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.
ინფექციონისტზე დაყრდნობით, ინფორმაცია ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მკურნალობა გაუმჯობესებულად მიმდინარეობს და ვაქცინაც შეიქმნა, არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსის მსუბუქმა ფორმამაც კი შეიძლება, სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს, ერთ–ერთი გახლავთ მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია“, – განაცხადა ინფექციონისტმა.