“კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ…” – როგორ ხედავს 2022 წელს ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა
15 წლის ინდოელი აბიგია ანანდი მსოფლიოში გახდა ცნობილი. მან მთელ პლანეტაზე კორონავირუსის გავრცელება ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა და მალევე გაითქვა სახელი. მან პირდაპირ თქვა, რომ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის გაზაფხულისთვის საშიში ვირუსი გამოჩნდებოდა, რომლის წინააღმდეგაც არსებული წამლები უსარგებლო იქნებოდა. უფრო მეტიც, ბიჭი არწმუნებდა საზოგადოებას, რომ კაცობრიობას რამდენიმე წელი გაუჭირდებოდა ამ დაავადებასთან ბრძოლა. მაშინ იუთუბზე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ასე ერქვა: „სერიოზული საფრთხე მსოფლიოსთვის, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე”.
ის ამბობდა რომ სერიოზული კრიზისი დადგებოდა და აზუსტებდა, რომ ჩინეთი და “მდიდარი” ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებოდნენ. მერე ისიც იწინასწარმეტყველა, რომ პანდემია ცოტათი ჩაცხრებოდა 2020 წლის 5 სექტემბრისთვის, თუმცა ახალი ტალღა მას კვლავ გაააქტურებდა.
ამ ცნობილი წინასწარმეტყველების მერე ნათელმხილველის აზრს ბევრი უსმენს. ცოტა ხნის წინ მან გამოაცხადა, თუ როგორ ხედავს 2022 წელს. მისი პროგნოზი წინა დეკემბერს საკმაოდ პესიმისტური იყო, წელს კი შედარებით პოზიტიურია.
აბიგიას თქმით, მომავალ წელს აუცილებლად მოხდება გრანდიოზული მოვლენები. 2022 წელი შევა ისტორიაში, თუმცა საამისოდ გარკვეულ სირთულეებთან შეგუება მოუწევთ ადამიანებს.
“2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ის გავლენას მოახდენს შემდგომ 400 წელზე”.
რასაკვირველია, გამოთქვა აზრი კოვიდსა და ვაქცინაციაზეც. აბიგიას თქმით, მუდმივი მუტაციების გამო უახლოეს მომავალში პრეპარატებს გაუჭირდებათ ვირუსთან ბოლომდე გამკლავება და ძირითადი იმედები მაინც ადამიანის იმუნურ სისტემაზეა. ანანდი ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და გაიკაჟონ სხეული, დაკავდნენ სპორტით, უპირატესობა მიანიჭონ მცენარეულ საკვებს და მეტი დრო გაატარონ ჰაერზე.
ის ამბობს, რომ კაცობრიობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ასევე უნდა დაფიქრდეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. “შეაგროვეთ წვიმის წყალი. თუ გამოგივათ, ისწავლეთ ენერგიის მიღება მზის ბატარეებიდან”.
ბიჭუნა ჯერ კიდევ დაბადებიდან ვუნდერკინდად აღიარეს. ოჯახს სურდა, რომ მას ადრეული ასაკიდან ესწავლა. 7 წლისამ კი ინდოეთის ძველ ტაძრებში სიარული დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა, სანსკრიტი შეისწავლა.
10 წლისა ასტროლოგიის კურსებზე ჩაეწერა. პარალელურად, ბრწყინვალედ სწავლობდა სკოლაში.