“კოვიდი არ არის გრიპი და არ გავს გრიპს!” – საინტერესო სტატია კორონავირუსზე

სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ საინტერესო სტატია ვრცელდება:

კოვიდი არ არის გრიპი და არ გავს გრიპს !!! წაიკითხეთ ეს საინტერესო სტატია:

“დაახლოებით, ერთი თვის წინ ამერიკელმა დოქტორმა, პოლ მარიკმა, მსოფლიოში ცნობილმა რეანიმატოლოგმა და მეცნიერმა, გააკეთა პროტოკოლის პრეზენტაცია კოვიდ 19- ის მართვის შესახებ. ვიპოვე ვიდეო, რომელშიც კოვიდის მართვასთან დაკავშირებით მისგან ინტერვიუს ექიმი იღებდა, ამიტომ, ჩემთვის უფრო ფასეულია. დოქტორ მარიკი ოქროს რეანიმატოლოგია, მისი წყალობით, მოხუცთა სახლიდან არცერთი პაციენტი არ მომკვდარა.
დოქტორი მარიკი ამბობს, რომ კოვიდი არის დაავადება, რომელიც ადრე არ იყო, ჯერ კიდევ არ ვიცნობთ კარგად, ზამთარში უარესი იქნება, ამიტომ, უნდა მოვემზადოთ.
* ინფორმაციულად – ინტერნეტსა და სოც. მედიაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ უნდა უარვყოთ ის სისულელეები, რომ მადეზინფიცირებელი საშუალებების (მაგ. წყალბადის ზეჟანგის) დალევა გიშველით კოვდისგან!
კოვიდი არ არის გრიპი და არ გავს გრიპს ბევრი რამით (აჩვენებს სიკვდილიანობის შედარებით გრაფიკს ასაკის მიხედვით). გრიპის შემთხვევაში,  ბავშვები მაღალი რისკ-ჯგუფის არიან, კოვიდის შემთხვევაში -არა! გრიპის დროს ხდება ინტერფერონის სინთეზის სტიმულირება, კოვიდი კი თრგუნავს მის სინთეზს იმუნურ სისტემასთან ერთად. კოვიდი სხვა დაავადებისგან განსხვავდება, რადგან ის იწვევს ციტოკინურ შტორმს, ეს არის საშიში და მზაკვრული ვირუსი, რთული მექანიზმით.
კოვიდის ვირუსი ცხვირხახაში მოხვედრისას უკავშირდება ACE-2 რეცეპტორს და რთავს პროტეოლიზისს (უჯრედის ცილის გარსის დაშლას), რათა შეაღწიოს მასპინძელ უჯრედში.
ვირუსის აარასტრუქტურული ცილები იცავს მას ადამიანის იმუნური სისტემისგან. ისინი თრგუნავენ ცილის სინთეზს მასპინძელ უჯრედში, ძირითადად, ახდენენ იმუნური რეაქციის ბლოკირებას: ადამიანის RNA– ს თარგმნის დათრგუნვა, NK (NK) უჯრედების ინაქტივაცია, ინტერფერონის სინთეზის ბლოკადა, MHC-1 სინთეზის ინჰიბირება, ხელს უშლის აუტოფაგიასა და აპოპტოზს და ა.შ. მოკლედ, მასპინძელ უჯრედებში იმუნური რეაქციას თრგუნავს.
როგორ ვრცელდება: ინფიცირებულის პირის ღრუს ან ცხვირიდან გამოიყოფა წვეთები ხველის, ცემინების, საუბრის, სიმღერის ან მძიმე სუნთქვის შედეგად. ამ თხევადი ნაწილაკების ზომა მერყეობს მსხვილი წვეთებიდან ყველაზე მცირე აეროზოლებამდე, რომელიც განსაკუთრებით ხანგრძლივად და ბევრი არის შეწონილი დახურულ სივრცეების ჰაერში. ზედაპირებიდან გავრცელება აშკარად არცთუ ისე მნიშვნელოვანია, თუ არ ხართ კოვიდის გავრცელების ეპიცენტრში, ვინაიდან ვირუსის სტაბილურობა გარემოში არცთუ მაღალია.
თითოეული (!) ამოსუნთქვისას საუბრისას გამოიყოფა, დაახლოებით, მილიონი ვირუსული ნაწილაკი (ვირუსები). დაინფიცირებულისგან გამოყოფილი ჰაერის ვირუსი ხვდება შემთხვევითი ადამიანის ცხვირხახის ლორწოვან გარსში და იქ ის სწრაფად რეპლიცირებს (მრავლდება), ვინაიდან ეს არის იმუნური უჯრედებისგან ყველაზე დაუცველი ნაწილი.
ამრიგად, ყველაზე სწრაფად ვირუსული რეპლიკაცია ვირუსული დატვირთვის მატებასთან ერთად ხდება ცხვირხახაში. შემდეგ ვირუსი ფილტვებში შედის ასპირაციულად (ჩასუნთქვის გზით).
კოვიდით ინფიცირებული ადამიანი ყველაზე მეტად გადამდებია ინკუბაციის პერიოდში სიმპტომების გამოვლენამდე და შედარებით ნაკლებად გადამდებია სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში. ეს არის მთავარი საფრთხე. . კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კოვიდი ყველაზე გადამდებია, მაღალი ვირუსული დატვირთვით, პრესიმპტომურ პირებში. სიმპტომების დაწყებამდე ცხვირხახაში ვირუსული რეპლიკაცია (გამრავლება) პიკს აღწევს. ყველაზე გადამდები სწორედ ის არის, ვინც არ იცის რომ დაინფიცრებულია.
Covid– თან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა: ნიღბები. აუცილებელია ყველასთვის. ნიღბები იცავს როგორც საკუთარ თავს, ასევე – სხვებს (ვიდეოში აჩვენებს ქირურგიულ/სამედიცინო ნიღაბს) იმიტომ, რომ 1. ნიღბიანი ადამიანი არ ავრცელებს ვირუსებს და 2. ამავდროულად, მცირდება ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა, რომელსაც ნიღბიანი ადამიანი შეისუნთქავს. მნიშვნელოვანია: დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია დაინფიცირებულისგან გამოყოფილი წვეთების /აეროზოლის მოცულობაზე. მათ, ვინც ნაკლები რაოდენობის შეისუნთქა – უფრო იოლი ფორმით დაავადდნენ ან სიმპტომების გარეშე გადაიტანეს. თავად დოქტორი მარიკი ამის დასტურია: ნახევარი წელია, ვირუსიან პაციენტებს უვლის რეანიმაციაში და არის ჩიტივით.
მაშ, ასე, სიმპტომების გამოვლენამდე ვირუსის რეპლიკაცია (გამრავლება) მაქსიმალურია. ფილტვის ფაზაში ადამიანს აღარ ან ცოტა აქვს ცოცხალი ვირუსი, მაგრამ არსებობს ვირუსის მოცირკულირე ნარჩენები (ვირუსული დებრი). ადამიანის იმუნიტეტი ამ ნარჩენების გამო კლავს მასპინძელს (ადამიანს). ცოცხალი ვირუსი არ კლავს.
ტემპერატურა გრძელდება, დაახლოებით, 12 დღეს. ადამიანი თავს უკეთ გრძნობს მე-6-8-ე დღეს, მაგრამ სწორედ აქ არის ვირუსის მზაკვრულობა: პაციენტების ნაწილს უვლინდება სუნთქვის გართულების სიმპტომები. ზოგიერთს აქვს ფარული ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) , ე.წ. ბედნიერი ჰიპოქსია, ჟანგბადის გაჯერება 43% (ძაალიან დაბალია!), მაგრამ ის ფიზიკურად ვერ გრძნობს ამას, 3-4 დღის ასეთი პროგრესი და შედეგად – რეანიმაცია, ინტუბაცია, სიკვდილი.
დაინფიცრებიდან 6-8 დღის შემდეგ, ორგანიზმის გადადებული იმუნური პასუხი ვირუსულ ნარჩენებზე ციტოკინების (იმუნური უჯრედების სტიმულატორები) გამოყოფით უეცრად იზრდება, ამიტომ ეძახიან “ციტოკინურ შტორმს”. იზრდება ენდოთელიტის (სისხლძართვების ანთება) მასშტაბი, ირღვევა სისხლძარღვების გამტარობა და კოაგულაცია. ციტოკინური შტორმი კლავს მასპინძელს (კოვიდის მასპინძელი ადამიანის ორგანიზმია).
ციტოკინური შტორმის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ ზუსტად დადგენილი არ არის.
გარდაცვლილების ორგანიზმში გვხვდება ძალიან მცირე ვირუსი, მაგრამ ენდოთელიუმის (სისხლძარღვების შიდა ფენა) ფართომასშტაბური დაზიანება, მაკროფაგების გააქტიურება, თრომბოზი.
რომ შევაჯამოთ, პოლიორგანული ანუ რამდენიმე ორგანოს ერთდროული უკმარისობისა და სიკვდილის გამომწვევი სამი ფაქტორია: ჰიპოქსია, ციტოკინური შტორმი, ჰიპერკოაგულაცია.
გავიმეორებ- დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე ძალიან, ძალიან დამოკიდებულია ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რაოდენობაზე! ამიტომ, ატარეთ ნიღაბი! ყველამ!
RT-PCR ტესტი იყენებს ვირუსული გენომის მცირე ნაწილს (არა მთელ ვირუსს) ვირუსის დასადგენად, PCR მგრძნობელობა80% იაო (ეს ზაფხულში ჩაწერილი ინტერვიუა, ახლა გაუმჯებუსებულია ტესტების მგრძნობელობა) შესაძლებელია, იყოს უარყოფითი პასუხი იყოს PCR– ზე და ჰქონდეს კოვიდი. გამოჯანმრთელებისას და მერეც ვირუსის ნარჩენები ტესტზე იძლევა დადებით რეზულტატს. თქვენ შეიძლება, PCR პოზიტიური იყოთ და აღარ იყოთ გადამდები. მეექვსე დღის შემდეგ ინფექცია ეცემა. ითვლება, რომ მეათე დღიდან ავადმყოფი ადამიანი გადამდები არ არის, მაშინაც კი, თუ PCR დადებითია.
როგორია მკურნალობა: დამოკიდებულია დაავადების ფაზაზე. ვირუსის რეპლიკაციის (გამრავლების) ანუ საწყის ფაზაში – ანტივირუსული პრეპარატი. ანტივირუსული პრეპარატი არ ეხმარება გვიან ეტაპზე. ( მართალი იყო ცერცვაძე, უსიმპტომოებს რომ აძლევდა საწყის სტადიაზე, მაგრამ აფასებს ვინმე ?) დადასტურებული ეფექტურობა არ აქვს არცერთ (!) ანტივირუსულ წამალს, ახსენებს რემდესევირს, ივერმექტინს, პლაქვენილს… არ მოიხსენიებს კარგად მწარმოებელ გილეადს, WHO_ს და ძმანი მათს.
ფილტვის ფაზაში – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ფილტვის ფაზაში ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს. თუმცა,ზოგიერთ ადამიანს ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის)სიმპტომებიც კი არ აღენიშნება, რადგან ვირუსი ნეიროტოქსიკურია.
რა მუშაობს? ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები გვიან, ფილტვის ფაზაში. დექსამეტაზონზე ეფექტურად მეტად სხვა სტეროიდებს ასახელებს. რაც უფრო მძიმეა პაციენტი, მით უფრო გამოხატულია სტეროიდების მოქმედება. თუ პაციენტი ჯერ კიდევ არ იღებს ჟანგბადს, სტეროიდები არ არის საჭირო, ისინი საზიანოა.
ანტიკოაგულაცია. რაც უფრო მძიმეა პაციენტი, მით უფრო სასარგებლოა ანტიკოაგულაცია. გადააბრუნეთ პაციენტი მუცელზე .
ყოველმხრივ მოერიდეთ ინტუბაციას! ინტუბაციით სიკვდილიანობა მაღალია! კოვიდი არ არის ARDS (მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი).
ოცნებობს რეალისტურად – კარგი იქნებოდა რომ გვქონდეს უჯრედში ვირუსის შეღწევის ინჰიბიტორი(ხელისშემშლელი) მედიკამენტები, მაგალითად, ცხვირის წვეთების ან სპრეის სახით. ეს ცოტა უშველიდა პრობლემას. რა მაგარი იქნებოდა, ცხვირშივე ვირუსის მოკვლა! (უნდა ვიფიქრო ამაზე)
კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთაგან ნახევარს აქვს ხანგრძლივი სიმპტომები: დაღლილობა, ქოშინი, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ხველა, დაქვეითებული ყნოსვა და გემო, თვალებისა და პირის სიმშრალე (აუტოიმუნური), თავის ტკივილი, აპათია, ყელის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა.
*ასაკი, *მამრობითი სქესი (ესღა გაკლდათ) და *ჭარბი წონა (ყველა ვიწყებთ ვარჯიშს და ჯასაღ კვებას ) არის სიკვდილის რისკის ფაქტორები…
ბოლოში ინტერვიუერი დოქტორ მარიკს ეკითხება, შენ თვითონ რამეს თუ სვამ პროფილაქტიკისთვისო და ღიმილით პასუხობს : ვიტამინ დ3 -ს, ქვერცეტინს, მელათონინსა და ომეგა-3 სო. ანტიოქსიდანტების მიღებაზე აკეთებს დიდ აქცენტს …
ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ ნიღაბი მხოლოდ ძილის დროს არ მიკეთია, დაიცავით დისტანცია, მოერიდეთ ხალხმრავლობას, გამოიჩინეთ სოციალური პასუხისმგებლობაო!
ძალიან ვეცადე მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამომეკრიბა და მაინც, თქვენ თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, რა ვირუსი მოგერევათ”, – წერს ირმა ცკიტიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები