“კოვიდის შემდგომი იმუნიტეტის საკითხი დამაიმედებლად იცქირება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ქართველი ალერგოლოგ–იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სამედიცინო პერსონალზე ჩატარებული კვლევის მთავარი მიგნების შესახებ წერს:

“ოქსფორდის უნივერსიტეტში 12 ათას სამედიცინო პერსონალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი დარჩა 6 თვის განმავლობაში. მიუხედავთ იმისა, რომ მათ რეგულარული ტესტირების დროს უვლინდებოდათ დადებითი PCR ტესტი, დაავადების კლინიკური ნიშნები არ გამოეხატათ.

კოვიდის შემდგომი იმუნიტეტის საკითხი დამაიმედებლად იცქირება და დიდი იმედია, 6 თვეს კიდევ რამდენიმე თვე დაემატება”, – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

სხვა სიახლეები