“კოვიდინფექციით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა უსაფრთხოა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდინფექციით გარდაცვლილი პირის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა უსაფრთხოა. მისივე თქმით, ცხედარი არა უმეტეს 72 საათში უნდა დაიკრძალოს:

“ცხედრის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა უსაფრთხოა და ყველა რიტუალით შეიძლება, ეს გაკეთდეს. სასურველია, ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ერთადერთი არის ის, რასაც ყოველთვის ვსაუბრობთ, მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები