კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო ატირებული ლებრონ ჯეიმსი (ვიდეო)

გუშინ საღამოს, მას შემდეგ რაც ლოს–ანჯელეს ლეიკერსი შინ დაბრუნდა და გუნდის წევრებმა მათი ყოფილი მოთამაშის, ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ გაიგეს, კამერებმა ასევე ლეგენდარული კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი ატირებული დააფიქსირეს.

https://youtu.be/dMKT3c_ra-M

ლეიკერსი ფილადელფიიდან ბრუნდებოდა, როდესაც მათ NBA–ს ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. გუნდის წევრები სამწუხარო ამბის გამო ემოციებს ვერ მალავდნენ.

ემოციური ლებრონ ჯეიმსი – რომელმაც მისი მიღწევები ბრაიანტს რამდენიმე საათით ადრე გაუზიარა, მას შემდეგ რაც NBA–ში თავისი რეკორდი გააუმჯობესა, ცრემლებს ვერ იკავებდა.

ბრაიანტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ერთი დღის მოგვიანებით გავრცელდა, რაც ლებრონმა მისი კარიერაში 33 463 ქულა დააგროვა და NBA–ს საერთო სიაში მესამე ადგილი დაიკავა.

„განაგრძე თამაშის წინსვლა @მეფეჯეიმს“, – ასე გამოეხმაურა ამ ყოველივეს კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე 41 წლის ბრაიანტი – „დიდ პატივს ვცემ ჩემს ძმას N33644” – წერდა კობი.

მამბა სამუდამოდ“ – ასე ეწერა ლებრონს სპორტულ ფეხსაცმელზე მაშინ, როცა თავისი რეკორდი მოხსნა, კალათბურთელმა მის კუმირს, კობი ბრაიანტს ასე მიაგო პატივი, რადგან მას „შავ მამბას“ ეძახდნენ.

„კობი ბრაიანტი იყო ის, ვისაც მოტივაციისთვის ვიყენებდი, რადგან ჩემი ინსპირაცია გახლდათ. ის მე მაშინ დამეხმარა, სანამ ჩემზე შეიტყობდა“, – აცხადებდა ერთ–ერთ ინტერვიუში ჯეიმსი.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ასევე ვერტმფრენში მსხდომი კიდევ 7 ადამიანი, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია ამინდმა გამოიწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები