“კობა ყველას დაგვაკლდა და ძალიან მოგვენატრება” – აშშ-ის საელჩო “პოსტს” ავრცელებს

კობა – ძაღლი, რომელიც 15 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეზოში ცხოვრობდა, მოკვდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” “პოსტს” ავრცელებს, რომელსაც “კვირა+” უცვლელად გთავაზობთ.

”ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ. კობა საელჩოს დიდ ოჯახს 15 წლის წინ შემოუერთდა. მაშინ ჯერ კიდევ ათონელის ქუჩაზე ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მისი კეთილი მზერითა და კუდის ქიცინით შეგებების გარეშე არ ჩაუვლია არცერთ სტუმარსა თუ თანამშრომელს.
კობა ყველას დაგვაკლდა და ძალიან მოგვენატრება”, – წერია “პოსტში”.

კომენტარები

სხვა სიახლეები