კობა დავითაშვილი კლინიკაში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ინფორმაციას ამის შესახებ  „ინ­ტერპრეს­ნი­უსი“ ავრცელებს.
მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღეა რაც ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჰოს­პი­ტა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.
ცნო­ბის­თვის, კობა და­ვი­თაშ­ვილს 2017 წელს ე.წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გი­ნეს. ამ­ჟა­მად პო­ლი­ტი­კო­სი კლი­ნი­კა­ში თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი­თაა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები