ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მეორე შვილის მამა გახდება. არც კლუნი და არც ამალ ალლამუდინი სიახლეს პრესას არ უმხელენ, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა და ის უცხოურმა ტაბლოიდებმაც აიტაცეს.
55 წლის ამალ ალლამუდინმა და 38 წლის ჯორჯ კლუნიმ ურთიერთობა 2 წლის წინ იტალიაში დააკანონეს. როგორც კრიტიკოსები აფასებენ, ეს ურთიერთობა ყველაზე ჰარმონიულია “მექალთანე” კლუნის ცხოვრებაში.
ცნობილია, რომ მუდამ წარსულში, ჯერ კიდევ თავისუფალმა ჯორჯ კლუნიმ არაერთ ცნობილ ქალბატონს დასწყვიტა გული, რომლებიც მისი გულის მონადირებას ცდილობდნენ. მათ შორის, აღსანიშნავია კიმბერლეი რასელთან გახმაურებული რომანი, რომელიც მალევე დასრულდა.
კლუნის და ალლამუდინის საქორწინო ცერემონია ვენეციაში. 2014 წელი. იხილეთ ვიდეო: