კლუბის მეპატრონე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს (ვიდეო)

მექსიკური ღამის კლუბის Los Mero Mero-ს მეპატრონე „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს. მკვლელობა ქალაქ პუერტო-ნუევოში მოხდა, როდესაც 44 წლის მამაკაცი ტელეფონით ხელში საკუთარი კლუბის საცეკვაო სივრცეში იდგა. მის ბოლო კადრებში ჩანს, რომ ომარ როლონ სანუზტი კამერაში იყურება, შემდეგ კი სროლის ხმა გაისმა. ტელეფონი მას ხელიდან გაუვარდა, რასაც ქალის ყვირილი მოყვა.
ის მალევე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მიყვანისთანავე ის გარდაცვლილი იყო. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ასევე უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.

კომენტარები

სხვა სიახლეები