კლიმაქსი ბევრი ქალის პრობლემა ხდება. მისი მიმდინარეობა გარკვეული დროის განმავლობაში დიდ დისკომფორტს ქმნის. კლიმაქსის შესახებ გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი:
“კლიმაქსის მკურნალობის კურსი ხანგრძლივი და ზოგჯერ ინდივიდუალურად ნაკლებად შედეგიანია. დამოკიდებულია ქალის წლოვანებაზე, ჰორმონებსა და ენდოკრინულ დაავადებებზე. სამკურნალოდ ქიმიურ პრეპარატებთან ერთად ხშირად მიმართავენ მცენარეულ საშუალებებსაც, მათი მიღება ახანგრძლივებს და აძლიერებს ამა თუ იმ პრეპარატის მოქმედებას და უფრო მეტადაც შედეგიანია.
მაგალითად, არყის ხის ფოთლები დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ქერქის ფუნქციაზე. 25-30 ფოთოლს დაასხით 1 ჩ.ჭიქა მდუღარე წყალი (დაამზადეთ საღამოს). მიიღეთ ეს 1 ჭ. დილით-შუადღე-საღამოს. ე.ი. გაყავით 3 ნაწილად. ხანგრძლივობა 2 კვირა. შეისვენეთ 2 კვირა და კვლავ გაიმეორეთ, სულ 3-ჯერ. კარგია ასევე წითელი ან შავი კუნელის ჩაი. პერიოდულად შეგიძლიათ მინდვრის შვიტას ჩაის მიღებაც.
კლიმაქსის დროს ხშირია ოფლიანობა, უძილობა, გაღიზიანება. ეს სამივე ფაქტორი აუცილებლად უნდა დავაბალანსოთ და პრობლემაც მოიხსნება.
ოფლიანობის მოსახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მატიტელას, ათასფოთოლას, სვიის, კუნელის, ვალერიანის ძირების ნაყენი.
უძილობისას – ძილის წინ მიიღეთ 1 ჭ.წყალზე 1 ს.კ. ვაშლის ძმრისა და 1 ს.კ თაფლის ნარევი (1 სთ.-ით ადრე). ვალერიანის, შავბალახას, თავშავას, ბარამბოს, პიტნის, კუნელის ნარევის ჩაი. ეს ყველა ერთად გაღიზიანებასაც ხსნის.
ზედმეტი გაღიზიანების შემთხვევაში შეიცვალეთ ატმოსფერო, ისეირნეთ ჰაერზე, დაწექით ადრე და ადექით ადრე.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სასარგებლოა გულის, ნერვული სისტემის, იმუნიტეტისა და საერთო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამაგრებს გულის კუნთს:
შეურიეთ ერთმანეთს 3 ლიმონი – 200- 200 გრ. შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარი, ნიგოზი. 100-100 გრ. კუნელის და ასკილის ნაყოფი. გაატარეთ ხორცსაკებში, დაამატეთ 250 გრ. თაფლი და მიიღთ 1 ს.კ. უზმოზე (შეინახეთ მაცივარში), ხშირად მიირთვით მწვანე ჩაი, ნიგოზი, ნუში, ლიმონი.
ძლიერი ოფლიანობის დროს კარგია 1/3 ჩ.კ. სალბის ნახარში (აიღეთ 2 ს.კ. სალბი, დაუმატეთ 200 მლ. მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 2 წუთი და გააციეთ.). მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
ძველი ქართული მედიცინა ცნობს და აღიარებს რეცეპტს უძილობის დროს – სვიის ბალიშს, რომელიც დაგამშვიდებთ უძილობისას.
მიიღეთ სიმინდი და მისი პროდუქტი, ბანანი, თაფლი, ზღვის კომბოსტო. ხშირად მიიღეთ აბაზანა, მაგრამ არა – ცხელი. პიონი ნაყენი (იორდასალამი) მოგიხსნით მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს. სტაფილო უყვარს გულს.
თავის ტკივილისას შუბლზე დაიდეთ პიტნის ფოთლები. კლიმაქსის დროს ხშირია წნევის აწევაც, წამლების მიღებისას კი კალიუმის მარილებს ვკარგავთ. ზემოთ მოყვანილი მცენარეული ნაკრებები არა მარტო არეგულირებენ წნევას, არამედ მკურნალობენ კიდეც. კალიუმის მარილების შევსების საუკეთესო საშალებაა მსხვილი ხურმა, დღეში- 2-3 ცალი.
გირჩევთ, შესაძლებლობების მიხედვით, გამოიყენოთ ზემოთ მოყვანილი მეთოდები და ამით მიეხმაროთ თქვენს ორგანიზმს მოიხსნათ დისკომფორტი.”
წყარო: www.ambioni.ge