კლეპტომანი კატა მამაკაცის საცვლებს და წინდებს იპარავდა

კლეპტომანია მხოლოდ ადამიანებს როდი ახასიათებთ, აღმოჩნდა, რომ ახალ ზელანდიაში კლეპტომანი კატ12380351_1161430667235109_1850721662_nა – ბრიჯიტი ცხოვრობს. როგორც გამოცემა The Independent-ი იტყობინება, კატა მამაკაცის საცვლებს და წინდებს სისტემატურად იპარავდა. კატამ 2 თვის განმავლობაში 60 საცვალი და წინდა მოიპარა და სახლში მიიტანა.
კატის მეპატრონის, სარა ნეიტანის განცხადებით, უცნაური თვისება მან ბრიჯიტს მას შემდეგ შენიშნა, რაც სახლში უცხო საცვლები და წინდები აღმოაჩინა.
მეპატრონის თქმით, შესაძლოა, მას უფრო მეტიც ჰქონდეს მოპარული და სხვა ადგილას მალავდეს. ამ ქურდობაში უცნაური ისიც არის რომ კატა მხოლოდ მამაკაცის თეთრეულს იპარავს. მის მიერ „მოპოვებულ“ ნივთებში ქალის არცერთი არ არის. ერთხელ მან განსხვავებული ნივთიც მიისაკუთრა, ბრიჯიტმა ჰოკეის ფარიც მოიპარა. კატის მეპატრონემ მოპარული საცვლების ფოტოები ფეისბუქზეც განათავსა. მისი მეპატრონეების აღმოჩენის შემთხვევაში, სარა მზად არის, მათ კუთვნილი ნივთები დაუბრუნოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები