“კი ვგავარ ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილს” – ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი თავი ყოფილ პრემიერს მიამსგავსა (ფოტო)

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, რომ ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან ნინო ბურჯანაძისგან ინტერვიუს იღებს.
დათო ლიკლიკაძე ფოტოს სახალისო ტექსტსაც ურთავს თან და წერს, რომ აღნიშნულ ფოტოში თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰგავს.
“საქართველოს პარლამენტის არქივიდან გამომიგზავნეს ეს ფოტო. ან თავის დროზე მქონოდა (როცა ნინო ნინოობდა,”იმარიაჟებდა” კაცი) ან 5 წლის წინ მაინც მოეცათ, კი ვგავარ ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილს”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები