დასავლეთ ჰოლივუდის სტრიპტიზკლუბის, „Cheethas“ სტუმრებმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს, როდესაც მათ დარბაზში ოდნავ შეზარხოშებული ჰოლივუდის ვარსკვლავი, კიფერ საზერლენდი აღმოაჩინეს, თუმცა მათ მთელი სანახაობა და სიურპრიზი ჯერ წინ ელოდათ.
ნასვამი კიფერ საზერლენდი სტრიპტიზკლუბის სცენაზე აიჭრა, ხელის ეფექტური მოძრაობით პერანგის ყველა ღილი შეიხსნა და გაიხადა.
საზერლენდმა ცეკვის ნომერი სრიპტიზკლუბში მომუშავე გოგონებთან ერთად საკმაოდ კარგად შეასრულა. უფრო მეტიც, მისი შესრულება მაყურებელს იმდენად მოეწონა, რომ ის საკმაოდ მსხვილი კუპიურებით დაასაჩუქრეს. ცეკვის დასრულებისას სცენა უკვე დოლარებით იყო მოფენილი. სხვათა შორის, კიფერ საზერლენდმა ამ ნომრის დადგმა ადრე კანადის ღამის კლუბის სცენაზეც სცადა, თუმცა ამისთვის მაშინ ზედმეტად მთვრალი აღმოჩნდა. ის მაშინ კანადაში ფილმ „Redemption“-ის გადაღებებზე იმყოფებოდა. კლუბში მას გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი მსახიობი, დემი მურიც ახლდა. მაშინაც მან შემოიძარცვა პერანგი, სცენაზე ავარდა, თუმცა დაცვამ ის კლუბიდან გამოაგდო.
Prev Post
სხვა სიახლეები