ინგრედიენტები: კიტრი – 2 ცალი, ყველი ფეტა – 120 გრ. იოგურტი – 4 ს/კ. ზეთისხილი – 50 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა – ½ ცალი, კამა, ლიმონის წვენი – 2 ს/კ. პილპილი – ¼ ჩ/კ.
მომზადების წესი: ბულგარულ წიწაკას ზეთი წავუსვათ და შესაწვავად ღუმელში მოვათავსოთ. შემდეგ გავაცივოთ, გავარჩიოთ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ფეტა დავჭყლიტოთ, იოგურტი, ბულგარული წიწაკა, დაჭრილი ზეთისხილი დავუმატოთ. კარგად ავურიოთ. კიტრი თხლად სიგრძეზე დავჭრათ და თითოეულ ნაჭერს 1 სუფრის კოვზი ფეტის შიგთავსი ჩავუდოთ, შევახვიოთ და ხის ჩხირებით შევკრათ.