ოქროს გლობუსის, „BAFTA“ -სა და „ოსკარის“ ნომინანტი, ინგლისელი მსახიობი კირა კრისტინა ნაიტლი დღეს, 31 წლის გახდა.
კირა 1985 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ, კირამ ყოველთვის იცოდა, რომ თავადაც მსახიობი იქნებოდა. უკვე სამი წლის ასაკში ის დაჟინებით ითხოვდა, რომ მას, როგორც მის მშობლებს საკუთარი აგენტი გაუჩნდა. რამდენადაც გოგონას ჯიუტი ხასიათი ჰქონდა, და მისი თხოვნა ხშირად ჟღერდა, მშობლებმა დათმეს. გოგონას დაპირდნენ აგენტის დაქირავებას, თუ ის კარგად ისწავლის. თავისი გარიგების ნაწილს კირა კეთლსინდისიერად ასრულებდა და მონდომებით სწავობდა. მსახიობი იხსენებს თავს ფრიადოსან–მეზეპირედ, რომელმაც ყველა კითხვაზე იცოდა პასუხი და ყოველთვის პირველი წევდა ხელს. მისი მიზანი იყო სკოლაში წარმატების მიღწევა. ნაწილობრივად იმის გამო, რომ მას თვითონ სურდა დაბადებიდან მოყოლებული დისლექსიის დამარცხება(კიტხვის და წერის დართღვევა). მაგრამ, ამის გარდა, კირა მთელი ძალებით სცდილობდა თავისი სანუკვარი ოცნების ასრულებას – მსახიობის კარიერას. ამისათვის, სწავლის გარდა, სასკოლო არდადეგებების დროს გოგონა დიდ დროს უთმობდა სამსახიობო ხელოვნების შესწავლას. როდესაც ის ექვსი წლის გახდა, მას საკუთარი აგენტი გაუჩნდა, შვიდი წლის ასაკში მას უკვე პირველი დეიუტი ჰქონდა ფილმში «Royal Celebration» პატარა გოგონას როლში.
თერთმეტი წლისთვის ის მინიტელესერიალებში და ტელეშოუებში მონაწილეობდა, რომლებსაც ევროპის ტელეარხებზე აჩვენებდნენ, ასევე პატარა როლები ფილმებში ‘სოფლის საქმე'(1994), ‘უვნებელი სიცრუე'(1995), ‘განძელუობის ბაძიებლები'(1996) და ‘სახლში დაბრუნება’ (1998) პიტერ ო’ტულთან ერთად. საერთაშორისო წარმატებას კი 2003 წელს მიაღწია, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ინგლისელი გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში გამოჩნდა. ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის, „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.