კიმ კარდაშიანს სასამართლოში უჩივლეს

კიმ კარდაშიანის წინააღმდეგ რაფაელ ლინარესმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.
როგორც აღმოჩნდა, 2014 წელს კარდაშიანს ავარია მოუხდა, რის შედეგადაც ლინარესიც და მისი მანქანაც დაზიანდა. როგორც სარჩელის ავტორი აცხადებს, კარდაშიანმა არ გაითვალისწინა საკუთარი მანქანის გაბარიტები და ამიტომ მანევრისას სხვა ადამიანი დააზიანა. კარდაშიანმა პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა, თუმცა რაფაელ ლინარესმა გადაწყვიტა ამის შესახებ სასამართლოში 2 წლის შემდეგ განეცხადებინა. ლინარესი კარდაშიანისგან მანქანის რემონტში დახარჯული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და მკურნალობის დაფინანსებას ითოვს. როგორც ის თავად აცხადებს, ავარიის შედეგად დაინვალიდდა და მკურნალობის მაღალანაზღაურებად კურსს საჭიროებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები