კიმ კარდაშიანი საზოგადოების წინაშე საოცრად თამამი კაბით წარსდგა (ფოტო)

38 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანისთვის საზოგადოების შოკირება ჩვეული სტილია.
ამჯერად, ის თაყვანისმცემლების წინაშე საოცრად თამამი კაბით წარსდგა, რომელიც Hollywood Beauty Awards-ზე ეცვა.
კიმი ცერემონიაზე თავის სტილისტ კრის ეპლტონთან ერთად მივიდა, რომელიც ასევე ჯილდოს მფლობელი გახდა. კარდაშიანმა საკმაოდ ექსტრავაგანტული სამოსი შეარჩია. კანიე უესტის საყვარელ ქალს ეტყობა ახალგაზრდობის ნოსტალგია მოაწვა და მან კაბა დიზაინერ ტერი მაგლერის 1998 წლის კოლექციიდან შეარჩია.
კიმის ფიგურას შავი კაბა მჭიდროდ ეკვროდა. ყურადღების ცენტრში კი, რა თქმა უნდა, მკერდის ზონა აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ნაჭრის ორი ზოლით იყო დაფარული და უფრო შიშველი იყო, ვიდრე პირიქით. ვარსკვლავი სიფრთხილით გადაადგილდებოდა, როგორც ჩანს, იმის შიშით, რომ მისი „ღირსებები“ მთლად არ ამოვარდნილიყო.
სამი შვილის დედა კიმი ღონისძიებაზე პრაქტიკულად მაკიაჟის და სამშვენისების გარეშე მივიდა, თუმცა ეს, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები