ამერიკული ტიუნერი Platinum Motorsports განსაკუთრებული ავტომობილებით არაერთ ცნობილ ადამიანს ამარაგებს – მათ შორისაა კიმ კარდაშიანიც, რომელმაც თავისი უდიდესი უკანალით ფურორი მოახდინა . ცნობისათვის, კიმის ჰიპერ-გრანდიოზული საჯდომი უმეტესად Mercedes G-კლასის სავარძელზე დევს. გაინტერესებთ, რა მანქანები ჰყავს კიმ კარდაშიანს?
კიმ კარდაშიანის უკანალის ახალი ფოტოები ყვითელ პრესაში ჯერ კიდევ პოპულარულია. მართალია, ფოტოების დამუშავების ექსპერტებს ამ ფოტოების ბუნებრივობაში ეჭვი ეპარებათ, მაგრამ ფაქტია, რომ კარდაშიანს ფოტოშოპ-ტიუნინგი არ სჭირდება – მისი საჯდომი ისედაც ძალიან დიდია.
და სად არის ასეთი საჯდომის ადგილი, თუ არა ისეთ დიდ და მძლავრ ავტომობილში, როგორიცაა Mercedes G 63 AMG? ამ ავტომობილს 5,5-ლიტრიანი V8-ძრავა უძგერს, რომლის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა.
სანამ კარდაშიანამდე მიაღწევდა, მანქანამ ზემოთ ხსენებული Platinum Motorsports-ის ბიჭების ხელში გაიარა, თუმცა საიდუმლოდ რჩება, კონკრეტულად რა და როგორ შეუცვალეს ამ ბიჭებმა კიმის ”G-კლასს”. Platinum Motorsports კარდაშიანის ყველგანმავლის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ევროპაში G 63 AMG-ს ფასი 139 765 ევროა. უმდიდრესი კიმ კარდაშიანისთვის ეს, რა თქმა უნდა, ხურდა ფულია. შესაბამისად, ნამდვილად არ გვიკვირს, რომ მის ავტოფარეხში ამ ”G-კლასის” კიდევ შემდეგი ავტომობილები დგანან: Bentley Continental GT (190 000 დოლარი), Ferrari 458 Italia (275 000 დოლარი), Rolls-Royce Ghost (250 000 დოლარი), Rolls-Royce Phantom (300 000 დოლარი), Range Rover HSE და ა.შ.